დღეს სად იქნები
ტექსტი & მუსიკა: გოგია კავთიაშვილი
დღე რად დამიბნელე დღეს რად მემალები
რად არ მეჩვენები რად არ გებრალები
რად არ მომანატე, შენებრ ნაღვლიანად
დღეს შენი ლამაზი შავი თვალები
მე დღეს შენ დაგეძებ, დღეს შენზედ ვლოცულობ
ხატის წინ სანთლების ალში მელანდები
ნუ წახვალ ნუღარსად, ნუ წახვალ ჩემო კარგო
ნუ წახვალ თორემ დამეკარგები
რატომ მაშინებს შენთან განშორება
ან რატომ მატირებს მე შენზედ ფიქრები
თუ მიმატოვებ იცოდე კარგო
ამ ქვეყანაზე სულ მარტო ვიქნები
როგორ მომენატრა დღეს შენი ნახვა
როგორ მომეძალა დღეს შენზე ფიქრები
ნეტავ ვიცოდე, ნეტავ ვიცოდე
ნეტავ ვიცოდე, დღეს სად იქნები